ადვოკატი გუშინ დაკავებული მოზარდის ჩვენების დეტალებზე საუბრობს

ადვოკატი გუშინ დაკავებული მოზარდის ჩვენების დეტალებზე საუბრობს

არასრულწლოვანმა დ.ღ-მ მისცა სრული ინფორმაცია სამართალდამცველებს და აქედან გამომდინარე, რა არის დანაშაულის ნიშნები, ჩემთვის გაუგებარია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულმა გუშინდელი დაკითხვისას სამართალდამცველების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„ბრალის წარდგინება ჯერ არ ყოფილა და თუ რამე კითხვები ექნება გამოძიებას აუცილებლად გავცემთ პასუხს, აქამდეც გასაცა და კიდევ გასცემს ობიექტურ პასუხებს. გუშინ მოხდა მისი დაკითხვა და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მან მისცა სრული ინფორმაცია სამართალდამცველებს და აქედან გამომდინარე რა არის დანაშაულის ნიშნები, ჩემთვის გაუგებარია. პირდაპირ გეტყვით, რომ მის მიერ გაცემულ პასუხებში, დანაშაულის არავითარი ნიშნები არ იკვეთება“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელოვბაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა. სასამართლომ ბრალდებული გ.ბ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში გაამართლა, მეორე ბრალდებული გ.ჯ. კი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ხელახალი ძიების ფარგლებში შსს-მ საქმეზე დ.ღ.-ს გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ