შუქნიშანი, შესაძლოა, საჭირო აღარ იყოს - მეცნიერები ახალ სისტემაზე მუშაობენ

შუქნიშანი, შესაძლოა, საჭირო აღარ იყოს - მეცნიერები ახალ სისტემაზე მუშაობენ

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: მკვლევარებმა მანქანების მოძრაობის რეგულირება ყველასთვის ჩვეული შუქნიშნის ნაცვლად, მანქანებს შორის ავტომატური სიგნალის მეშვეობით შეძლეს. მეცნიერთა შეფასებით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.

კვლევაში მანქანის ბორტ კომპიუტერში ჩაშენებული მონაცემთა გაცვლის სისტემა გამოიყენეს. სისტემა GPS-კოორდინატების, მოძრაობის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ არსებული ინფორმაციის გადაცემას ახორციელებს. კომპიუტერი ყველა მეზობელი მანქანიდან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და ამის საფუძველზე მძღოლს ატყობინებს უნდა გაიაროს თუ არა მან გზაჯვარედინი, თუ უმჯობესია მოძრაობის სხვა მონაწილეთა გატარება. ექსპერიმენტი ერთ-ერთ არარეგულირებად გზაჯვარედინზე ჩატარდა. გაირკვა, რომ ახალი სისტემა დროის 20%-ის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, რაც საცობების მნიშვნელოვნად შემცირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ