ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები?

ვინ არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები?

მდიდარი ადამიანები საზოგადოებას მუდმივად აინტერესებს. მართალია ისინი კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ მათ შესახებ თითქმის არაფერი იმალება, მით უფრო დღევანდელ ეპოქაში, სადაც ერთმანეთს სოციალური ქსელი გვაახლოებს.

ლიზა მაღრაძე

ლიზა მაღრაძეს საქართველოში მეტნაკლებად იცნობენ. ის ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია. ლიზა 4 წლის იყო, როცა სიმღერა დაიწყო და თათია გიორგობიანთან დუეტი ჩაწერა. ამას მოჰყვა ტელევიზია, ლიზას სხვადასხვა დროს იმედზე სხვადასხვა რუბრიკა მიჰყავდა. ახალგაზრდა გოგონა პროფესიით მსახიობია, შეეძლო საზღვარგარეთ ესწავლა, თუმცა თეატრალური უნივერსიტეტი აირჩია და განათლება საქართველოში მიიღო. ლიზა ყველა ინტერვიუში ჰყვება, რომ ბადრი პატარკაციშვილი განსაკუთრებულად უყვარდა და ის მისთვის ულვაშებიანი კეთილი ბაბუა იყო.

ნანული შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძის უფროს შვილიშვილებს საზოგადოება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კარგად იცნობს. თუმცა ნაბოლარა შვილიშვილი ნანული შევარდნაძე და-ძმისგან განსხვავებით ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. მას ბებიის - ნანული შევარდნაძის სახელი ჰქვია. პაატა შევარდნაძის ნაბოლარა ქალიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში ხშირად ჩამოდის. ნანული შევარდნაძე მშვიდი და კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, ის სოციალურ ქსელშიც კი არ აქტიურობს.

ლიზი მამიაშვილი

ლიზი მამიაშვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 15 წლის იყო როცა პოპულარულ სერიალში „ოჯახური ბიზნესი“ გადაიღეს. ლიზა ქართველი მილიონერის და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიშა მამიაშვილის ქალიშვილია. მას ჰყავს და-ძმა. უფროსი და თამარა შვეიცარიაში ცხოვრობს და სპორტულ კომიტეტში მუშაობს. ის ასევე ბლოგერობით არის გატაცებული. თამარა მამიაშვილს რუსეთში კარგად იცნობენ, ის რეჟისორ ფეოდორ ბონდარჩუკის რძალია. 22 წლის ტატამ სერგეი ბონდარჩუკზე 2012 წელს იქორწინა. რაც შეეხება ლიზის პატარა ძმას ის ესპანეთში დაიბადა და სახლში პატარას ხუან-კარლოს ეძახიან. ლიზის სურს ცნობილი მსახიობი გახდეს და აშკარაა, რომ ეს გამოსდის კიდეც.

მარიამ შარანგია

მარიამ შარანგია ცნობილი ქართველი მილიონერის - მერაბ შარანგიას ქალიშვილია. მის დას თათია შარანგიას საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა მარიამის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი. თათიას და მარიამის მამა ამერიკაში ცხოვრობს. ძმები შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან და, გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ ეკუთვნით წილები კომპანია "ბილაინში", საქართველოს რკინიგზაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, დეზერტირების ბაზარში, ასევე "ჯიემსი" ჯგუფში, რომელიც ცნობილ რესტორნებს აერთიანებს. იმასაც ამბობენ, რომ შარანგიებმა ბიზნესების და წილების გაყიდვა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყეს და პირველად გასართობი კომპლექსი "ქალაქური" გაყიდეს. მარიამ შარანგია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მენეჯერია.

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტ ქერდიყოშვილს ყველა კარგად იცნობს, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მამამისის ჯემალ ქერდიყოშვილის შესახებ. ჯანეტის მამა ბიზნესმენია და წილებს ფლობს სხვადასხვა ბიზნესში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ჯანეტს მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, როგორც ჯემალ ქერდიყოშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ის მისი ოცნების გოგონაა და მამა-შვილი ერთმანეთს ნახევარი სიტყვით უგებს. ჯემალ ქერდიყოშვილი ხშირად მოგზაურობს შვილებთან ერთად და აშკარაა, რომ შესანიშნავი ოჯახი აქვს. მას სურს მისი შვილი წესიერ და მართალ ადამიანზე დაქორწინდეს.

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

კერძო სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ბასლეინებში ​მოძრაობა ხვალიდან იკრძალება

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება