ავტორი:

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, არც ჩემთვის და ალბათ, არც სხვებისთვის", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

"გარეჯი რომ საქართველოა, ეს არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება. გარეჯი საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა, სადაც 16 სამონასტრო კომპლექსია განლაგებული. გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი შეიცავს 16 კომპლექსს“ ,- განაცხადა მელაშვილმა.

მან ასევე განმარტა, მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება.

"ალბათ, საჭიროა უფრო დეტალური განმარტება. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტების პერიოდში, დავით გარეჯის დიდი კომპლექსის ნაწილი ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები იწყება. დადგა საკითხი, რომ სახელმწიფო საზღვრები განისაზღვროს ორ ქვეყანას შორის, რადგან უკვე ცალ-ცალკე ქვეყნები ვართ. ზუსტად იქიდან იწყება ქართული მხარის მისწრაფება და მცდელობა იმისა, რომ ის პატარა ნაწილი, რაც აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხვდა, საქართველოს საზღვრებში შემოვიდეს. დღემდე ეს პროცესი ღია არის“, - განაცხადა მელაშვილმა და წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა მისი ძალისხმევა სწორედ ამ მისწრაფებისკენ მიმართული, განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა“.

მისივე თქმით, ვინ რა გააკეთა, ამას დრო აჩვენებს და იმ ხალხმა იცის, ვინც კომისიაშია და საქმესთან კავშირი აქვს.

"მთავარი ის არის, რომ ძალისხმევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების დღიდან ამისკენ არის მიმართული. რაც მაშინ ვთქვი, უფრო სწორად, კარგად არ იყო გაგებული, ან შესაძლოა, მე უფრო მეტად უნდა გამეკეთებინა განმარტება. საქმე იმაშია, რომ არის ორი სხვადასხვა საკითხი: ერთი - როცა მოლაპარაკების გზით ცდილობ შედეგის, რაც საქართველოს ინტერესებშია, მიღწევას. მეორე - სამწუხაროდ, არის ხოლმე ასეთი შემთხვევები - "ურა, პატრიოტული“ სულისკვეთებით გამსჭვალული განცხადებები, რომ „არა, გინდა, თუ არა ჩვენია და ა.შ“, - განაცხადა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, რომელმაც მელაშვილს მისი ფრაზა "არ არის ჩვენი და საფუძველი არ გვაქვს“, შეახსენა, მელაშვილმა უპასუხა: "საფუძველია მიწათსარგებლობა, ან როგორ არის დადგენილი საზღვრის ხაზი, ან დოკუმენტალური მასალა. აქედან გამომდინარე ვთქვი, ჩემთვის რა არის ამოსავალი წერტილი“.

"ერთია, რომ შენ გინდა და ამისთვის, ვთქვათ, მზად ხარ სანაცვლოდ რაღაც ტერიტორია გაუცვალო აზერბაიჯანს, სხვა მხრივ რომ წარიმართოს მოლაპარაკებები და შენს შედეგს მიაღწიო; ერთი არის, როცა იჩემებ, რომ "გინდა თუ არა ჩემს საზღვრებშია“. დოკუმენტალური მასალით არ გვაქვს, საქმე ამაშია. რუკა არაფერს ნიშნავს, თუ დოკუმენტით არ არის გამყარებული“, - განაცხადა მელაშვილმა.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?