ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს

ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას სრულ დოკუმენტაციას გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია კონკრეტული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს.

„მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას გადასცემს სრულ დოკუმენტაციას ე.წ. TIR პარკების მოწყობის თაობაზე სხვადასხვა კომპანიებისთვის ნებართვების გაცემის შესახებ, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებულ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები