დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო

დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად - "ევროპულმა საქართველომ"გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. დავით ბაქრაძის კანდიდატურის დასახლების ღონისძიება ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართა.

პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და ხალხს ხვალინდელი დღის იმედს გაუჩენს.

„ივანიშვილის მმართველობის ეპოქა მთავრდება. ჩვენი პოლიტიკური თაობის მოვალეობა და ამოცანაა, ის გავისტუმროთ რყევებისა და ქვეყნის გადაჩეხვის გარეშე. დღეს, სამწუხაროდ, როგორც არასდროს ქვეყანას სიღარიბესა და სიღატაკესთან ერთად, არნახული დაპირისპირების ხარისხი აწუხებს. საზოგადოება გახლეჩილია. სამწუხაროდ, საზოგადოება დაპირისპირებულია. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანას დღეს გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება. პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პერსპექტივას, პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს და დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო, პროგნოზირებადი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება დღეს ქვეყანას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ და პრეზიდენტმა მათ უნდა აიძულოს გადასახადების შემცირება, უპატრონოდ მიტოვებული სოფლის დახმარება და რაც მთავარია, ჩვენი უამრავი თანამოქალაქის დახმარება, რომლებიც საზღვრებს გარეთაა, მუშაობს და აქ თავის ოჯახის წევრებს არჩენს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი პრეზიდენტი, რომელიც ხვალინდელ დღეს საიმედოს გახდის“, - განაცხადა უგულავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები