წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი ამჯერად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი ამჯერად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს--

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ