"მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები" - საგამოძიებო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია დაკითხეს

"მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები" - საგამოძიებო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია დაკითხეს

საკმაოდ ბევრი დეტალი იყო, რაზეც გვქონდა საუბარი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იყო კომისიის წევრების მიერ კითხვები დასმული, - ამის შესახებ მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის კონკრეტულ საკითხებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნაში მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება.

"საკმაოდ ბევრი დეტალი იყო, რაზეც გვქონდა საუბარი. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იყო კომისიის წევრების მიერ კითხვები დასმული. რა თქმა უნდა ძირითადი კითხვები ეხებოდა პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ასევე, შემდეგ უკვე მათ მონაწილეობას ამ საქმეში ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები, რომლის დეტალებს მე ახლა, ბუნებრივია, ვერ გავაჟღერებ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული კომისიის მიერ და შემდეგ უნდა იყოს კონტექსტში ჩასმული. ბუნებრივია, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ასევე იქნება გადამოწმებულიც. ეს ინფორმაცია იქნება შეპირისპირებული სხვა ინფორმაციებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ამის შემდეგ. ამ დასკვნებს თქვენ მოისმენთ როგორც კომისიის სხდომებზე, ისე უკვე საბოლოო დასკვნის დროს. სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს არის სამუშაო პროცესი. საკმაოდ ბევრი საინტერესო ინფორმაცია იყო და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩასმული კონტექსტში, შეფასებები უნდა გაკეთდეს მერე. ბევრი პასუხი მოვისმინეთ კითხვებზე, რომელიც გაგვაჩნდა. გარკვეული ახალი კითხვებიც წარმოიშვა, ბუნებრივია, რაღაც კითხვებზე პასუხი მივიღეთ, ამიტომ საბოლოო შეფასება იმის შესახებ, ეჭვები გამძაფრდა თუ არა, ჩემი აზრით ახლა ნაადრევი იქნება. ამ ყველაფერს ჩვენ უკვე სხვა ინფორმაციის კონტექსტში ჩავსვამთ და შესაბამისი დასკვნები აუცილებლდ გაკეთდება, ამიტომ ჩემი პირადი სუბიექტური შეფასების მოცემა არ მგონია იყოს მიზანშეწონილი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები დღეს, ბრალდებულების, მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოსაკითხად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ