"დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან... ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს"

"დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან... ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს"

თუ ხელისუფლებაში არ იქნება სტაბილურობა, ის ქვეყანაში სიმშვიდეს ვერ დაიცავს. სწორედ ეს აშფოთებს საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც ხელისუფლებაში და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა ბევრ კითხვას უჩენს.

"ქართული ოცნებიდან" დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვამ ზოგ ექსპერტს ავადსახსენებელი კომპარტია გაახსენა. ამავე დროს, თანდათან მყარდება ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გააკონტროლონ.

გია ხუხაშვილი:

- "ქართულ ოცნებას" პარტია მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. რეალურად კი ეს არის დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და სახელისუფლებო რესურსის გარდა არაფერი აერთიანებთ. სწორედ ამ არაჯანსაღი სისტემის შედეგია, რომ პარტიას დღეს ახალგაზრდების ჯგუფი აკონტროლებს, რომლებმაც ფეხის ბაკუნი და "მამიკოსთან" ჩივილი ისწავლეს და ამ მეთოდებით, ჯერჯერობით, მიზანსაც აღწევენ.

დარწმუნებული ვარ, პარტიიდან დავით ჭიჭინაძის ამ ფორმით გარიცხვა ბიძინა ივანიშვილისთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ ახლა ძალაუფლებას "დედიკოს ბიჭები" ფლობენ, რომლებიც, თავში რომ წამოარტყამენ, "მამიკოსთან" გარბიან და მანაც რა უნდა ქნას, "შვილებს" ხომ არ დაჩაგრავს?! ზუსტად ასეთი მარტივი პრინციპით მუშაობენ დღეს მმართველ პარტიაში.

დაგაინტერესებთ: "დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას"

- ვის გულისხმობთ "დედიკოს ბიჭების" ჯგუფში?

- მათ, ვისაც ჭიჭინაძე უპირისპირდება და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ბევრი დეპუტატია, ვინც ჭიჭინაძის აზრს იზიარებს, მაგრამ ჯერ საჯაროდ გამოჩენას ერიდება. "ქართული ოცნების" ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შანტაჟი და კრიზისის ინსცენირება ისწავლა, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად მიიღებს უფრო საშიშ სახეს.

ერთადერთი ფაქტორი, რაზეც დღეს ეს არაჯანსაღი სისტემა დგას, ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობაა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური სტაგნაცია დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი პოლიტიკური ალტერნატივა გამოჩნდება, პრობლემები ზედაპირზე უფრო მძაფრად ამოვა და "ქართული ოცნების" კონსტრუქციაც დაიშლება, რადგან პოლიტიკური კონსტრუქცია მყარი ვერ იქნება, თუ მას ფასეულობათა სისტემა არ ამაგრებს. ასეთია პოლიტიკის ისტორიული ლოგიკა. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" გავლენიანი ჯგუფებიც უთხრიან ძირს.

- კერძოდ?

- არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, იქცნენ "ახალ კეზერაშვილებად", ანუ გააკონტროლონ ყველა ის სფერო თუ თემა, რასაც კეზერაშვილი აკონტროლებდა.

დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან. ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს. ტრაგედია ის არის, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ფარცხალაძეს თავისი ოჯახის წევრად აღიქვამს და ბევრ საკითხში მწვანე შუქს უნთებს. ასეთი დაჯგუფებები არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს.

ფარცხალაძისნაირი ჯგუფების პოლიტიკასთან ახლოს მისვლაც კი სახელმწიფოებრივად სახიფათოა. საბოლოოდ ყალიბდება სისტემა, როდესაც პოლიტიკა მუშაობს ფულზე. მიხეილ სააკაშვილის დროს ფული პოლიტიკაზე მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ ფარცხალაძის დანაშაულს არ გამოიძიებენ, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ"

მან მოახერხა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დაჯგუფებები ერთ პოლიტიკურ ვერტიკალში მოექცია და მათ პოლიტიკაზე ამუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი იყო, მაგრამ დღეს უფრო მძიმე ვითარებაა - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებზე დომინანტობა მოიპოვონ. თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება.

სხვათა შორის, ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად რომ დაუპირისპირდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ ლპება ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურა. მან სახელმწიფო მოხელეზე ხელი იმ მოტივით ასწია, რომ თორდიამ მის საქმიანობაში ქექვა გაბედა. ამაზე ცუდი რაღა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა?! თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება წაიკითხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები