რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის სრული დაბნელება და მზე "ლომში"

რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის სრული დაბნელება და მზე "ლომში"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში 28 ივლისს მოსალოდნელი "სისხლიანი მთვარისა" და უახლოესი თვის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"28 ივლისის, მერწყულის 4°ზე, თავის ხანგრძლივობით 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელ მთვარის სრულ დაბნელებას მოვესწრებით. NASA-ს თქმით, ეკლიფსის პიკის ფაზა გასტანს 1 საათი და 43 წუთი, ანუ მთვარე სწორედ ამდენი ხანი მოექცევა სრულ ჩრდილში. თუმცა სრული ფაზა წინა დღით თბილისის დროით 21:15-ზე დაიწყება და 28 ივლისის 3:28-მდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ამ დაბნელებას კიდევ ერთი საინტერესო ფენომენალური მოვლენა ემთხვევა, რომელიც "სისხლიანი მთვარის" სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი დაბნელების ნაცვლად მოწითალო-მოყავისფრო ფერის ხდება. მოგეხსენებათ ალბათ, რომ მზის სხივების ნაწილი, რომლებიც ჩვენს ატმოსფეროში შემოდიან, დედამიწის ზედაპირზე გარდატყდებიან და შემდეგ მთვარზე ირეკლებიან; ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ამ დროს სინათლის მხოლოდ გრძელტალღიანი, წითელი შეფერილობის ტალღების არეკვლა ხდება, დანარჩენი, უფრო მოკლე ტალღები კი დედამიწის ატმოსფეროში იფანტება. წარმოიდგინეთ ძველი ხანის ადამიანების გაოცება და შიში, როდესაც ისინი ცაზე ასეთ სისხლისფერ მთვარეს იხილავდნენ?

ამასთან, მზე ლომშია უკვე და ვისაც მოსალოცადა გაქვთ საქმე - გილოცავთ: ცხადია, ლომებს ყველაზე მეტად, თუმცა ვერძებსაც და მშვილდებსაც ტრინებს გაგიკეთებთ თავ-თავის დროზე და გაგახარებთ მოზღვავებული პოზიტივით და ენერგიით. რაც შეგიძლიათ ეცადეთ გამოიჩინოთ თავი, იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, იყავით თავადაც დიდსულოვანი და აქეთ სხვები, თუმცა არამცდა არამც ეს პირფერობაში არ უნდა გადაგივიდეთ. კარგი პერიოდია პროექტების გასაჯაროობისა და გაშუქებისათვის. შოუებს და თვალსასეირო სანახაობებს დიდი გასავალი ექნებათ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაშიც. გაუმართლებთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეტად იმუშავებს პიარზე. შემოქმედი ადამიანებისთვისაც კარგი პერიოდი დგება. რაც მთავარია, ნუ გადავარდებით ამპარტავნობაში და ნუ ჩათვლთ, რომ სამყაროს ცენტრი ბრძანდებით. დანარჩენი - იაქტიურეთ და წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

პ.ს. სასწორებს და ტყუპებს თუ მარტო ამ მზით ვიმსჯელებთ, კარგად აქვთ საქმე. კუროს და მორიელს - პრობლემურად, მერწყულსაც რთულად. დანარჩენებს ნეიტრალურად. თუმცა პროგნოზი მხოლოდ 1 პლანეტით არასდროს იქნება ზუსტი, ცაზე რაც ხდება, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო შენს რუკასთან მიმართებაში".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ