"გავეცი რეკომენდაცია, რომ ხორავას ქუჩიდან ერთი კილომეტრის რადიუსით ამოღებულიყო ვიდეო კამერის ჩანაწერები"

"გავეცი რეკომენდაცია, რომ ხორავას ქუჩიდან ერთი კილომეტრის რადიუსით ამოღებულიყო ვიდეო კამერის ჩანაწერები"

გავეცი რეკომენდაცია, რომ ერთი კილომეტრის რადიუსით ამოღებულიყო ვიდეო კამერის ჩანაწერები, - ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი გაბოძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა ვიდეო კამერების ამოღება მიმდებარე ქუჩებიდან, კერძოდ სვანიძე-გუდაური-ჯანაშიას ქუჩებიდან, იმ ადგილებიდან, რა მარშრუტითაც გადაადგილდნენ ხორავას ქუჩის 4 ნომრიდან გამოსული მოზარდები.

გიორგი გაბოძის თქმით, ეს კითხვა მას არ ეკუთვნის, რადგანაც მან აღნიშნული რეკომენდაცია გასცა, თუმცა, გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევაში იღებს საქმის პროკურორი და გამომძიებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ