ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩამოყალიბდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა თავად არ სურს.

"სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯერ გუნდში განხილვა არ ყოფილა რა ფორმით მიიღებს გუნდი არჩევნებში მონაწილეობას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები