ინგლისის 4:1 მძლეველი გერმანელები თამაშის შეფასებისას ერთსულოვანნი არიან და მათი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც ისევე თვლის, რომ გერმანიამ დამსახურებულად მოიგო, როგორც ყველა მისი შეგირდი თუ უბრალო ქომაგი:
“ჩვენ პირწმინდად ვაკონტროლებდით თამაშის მსვლელობას ინგლისის გოლამდე. შემდეგ მცირე კრიტიკული მომენტი დაგვიდგა და ესეც გადავიტანეთ. ამის მერე კი ბოლომდე ვმართავდით მატჩის სადავეებს და შეგვეძლო, ნებისმიერ დროს შეგვეცვალა ტემპი.
ჩემი დავალება იყო, რომ ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიგვეტანა პენალტის ნიშნულის ზონამდე, რათა მაქსიმალურად დაგვეტვირთა მეტოქის ცენტრალური მცველები და მათი შეცდომები გამოგვეწვია. რამდენჯერაც ეს ვცადეთ, იმდენჯერ ხიფათი შევქმენით. ჩვენი მიზანი იყო, ვყოფილიყავით აგრესიულები და ვიყავით პირველი წუთებიდანვე. მე შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ ეს გრანდიოზული თამაში მოვიგეთ ძალიან ბევრ ასპექტში.”