ივანიშვილის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის წასვლაზე - "მიზეზი იყო ის, რომ აღარ შეეძლო მართვა..."

ივანიშვილის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის წასვლაზე - "მიზეზი იყო ის, რომ აღარ შეეძლო მართვა..."

კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "აქტუალურ თემაში" განაცხადა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, კვირიკაშვილის მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

"კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა და მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში და მით უმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი ფაქტობრივად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან.

მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები - ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, თუმცა მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება და ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში, გუნდის მზაობა არ შეინიშნებოდა, მით უმეტეს პარლამენტში და ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, რომ მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ეს ვერტიკალი საერთოდ ირღვეოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: "მას აღარ შეეძლო მართვა... აღარ ჰქონდა ნდობა" - ივანიშვილი კვირიკაშვილის წასვლის მიზეზებზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები