ბიძინა ივანიშვილი ახალ მინისტრებზე - " ქობულია  გავიცანი, მაჭავარიანს და ბატიაშვილს არ ვიცნობ"

ბიძინა ივანიშვილი ახალ მინისტრებზე - " ქობულია  გავიცანი, მაჭავარიანს და ბატიაშვილს არ ვიცნობ"

არ იფიქროთ და არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მმართველობისგან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, იცნობს თუ არა ახალი მთავრობის წევრებს პირადად და მიიღო თუ არა მან მონაწილეობა ახალი მინისტრების შერჩევაში. ივანიშვილის თქმით, ახალი მინისტრებიდან ის შეხვდა და გაიცნო ქობულია, რაც თავად ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, არ იცნობს.

"ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. არ იფიქროთ და საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მმართველობისგან. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს კომპეტენცია ჰყოფნის. ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები