ბიძინა ივანიშვილი - კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამიმალეს

ბიძინა ივანიშვილი - კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამიმალეს

ქუმსიშვილმა და კვირიკაშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამიმალეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა, რომელიც გუნდთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიმართ დაისვა.

"მე გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ, თუმცა ადგილიდან ვერ დავძარი. თურმე, ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი მალავდნენ კვლევას და სავალუტო ფონდი ამას მეორე მხრიდან ეუბნებოდა, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდეგ მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება. კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამიმალეს სავალუტო ფონდის კვლევა. ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოვაქვეყნეო. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა გუნდთან შეხვედრაზე. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე. რაც მთავარია, კვირიკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს. ძალიან ვზრუნავთ, რომ წლის ბოლომდე, როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვრიდან გამოვიყვანოთ. ამაში ბახტაძის მთავრობაც არის ჩართული და მეც ძალიან ვაქტიურობ, რომ უარესი ფორმა უკეთესით შევცვალოთ და გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, ეს გვაქვს სამიზნედ. ვფიქრობ, ამას შევძლებთ და მოვახერხებთ. გუნდი მუშაობს და უახლოეს ხანში საზოგადოება ამაზე გაიგებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები