მატი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ - ბერძენი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები

მატი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ - ბერძენი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები

საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო ყველაზე მეტად სოფელი მატი დაზარალდა, რომელიც ათენთან ახლოს მდებარეობს. საკურორტო სოფელი ბერძენი ტურისტების საყვარელი ადგილი იყო.

კურორტი ატიკას რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ათენიდან 29 კმ-ს დაშორებით. სოფელი ცნობილი იყო სასტუმროებით, თევზის რესტორნებით, ტავერნებით, კაფეებით, ბარებით, კინოთეატრებით ღია ცის ქვეშ, ქვიშის პლაჟებითა და იახტკლუბებით.

ხანძარმა სოფელი სრულიად გაანადგურა. დაიწვა სახლები, სასტუმროები, მანქანები. ტყეში გაჩენილი ცეცხლი მატიში კვლავ მძვინვარებს, მისი კონტროლი მეხანძრეებს, ჯერ-ჯერობით, არ შეუძლიათ.

სტიქიას საბერძნეთში სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. ქვეყანაში ხანძრის 5 კერაა.

ბერძენი ფოტოგრაფი ალექსანდროს ცოუტისი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მატის ფოტოებს, რომელიც მან ხანძრისას გადაიღო. სოფელი, ფაქტობრივად, დაცლილია. ხალხმა, ცეცხლისგან თავი რომ გადაერჩინა, ზღვას შეაფარა თავი. ისინი მაშველებმა ტერიტორიიდან ნავებით გაიყვანეს.

ვიდეო : როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა