საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა, მაშველებმა ცხედრები ზღვაშიც იპოვეს

საბერძნეთში მსხვერპლი გაიზარდა, მაშველებმა ცხედრები ზღვაშიც იპოვეს

საბერძნეთში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 74 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლისგან თავის დასაღწევად მოსახლეობა იძულებული გახდა, ზღვაში შესულიყო.

CNN-თან მოსახლეობა საზარელ ამბებს იხსენებს. ცეცხლი ათენთან ახლოს მდებარე კურორტ მატის მთლიანად მოედო, გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანებისთვის ზღვა იყო. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში სანაპიროზე მობილიზებული იყო ნავები.

„როიტერსის“ ინფორმაციით, პლაჟებიდან 696 ადამიანი გაიყვანეს, ზღვიდან კი - 19. ამასთან, მაშველებმა ზღვაში 4 ცხედარს მიაგნეს.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მატის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს 25 გარდაცვლილი იპოვეს, ისინი ცეცხლისგან თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, სადაც ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ხანძრის შედეგად სულ მცირე 164 ზრდასრული და 23 ბავშვი დაშავდა. ატიკას რეგიონში ხუთი ძირითადი კერაა, მათ შორის არის სოფელი მატი, სადაც ცეცხლის კონტროლი ვერ ხერხდება. საკურორტო ზონა პოპულარულია ბერძენი ტურისტებისთვის, აქ მდებარეობს ბანაკები ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.

დაკარგულების შესახებ სამაშველო სამსახურში ზარები ამ დრომდე შედის. კერებზე სტიქიას 500-მდე მეხანძრე ებრძვის. სამძებრო ოპერაციებში ჩართული არიან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც თითოეული ჩვენგანის გრძნობას გადმოვცემთ,“ - განაცხადა ალექსის ციპრასმა. დაზარალებულთა დასახმარებლად საბერძნეთის მთავრობამ 20 მლნ ევრო გამოყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე