მარია შარაპოვა "ინტაგრამს" მაშინაც ვერ ელევა, როდესაც მეგობარ მამაკაცთან ერთად არის

მარია შარაპოვა "ინტაგრამს" მაშინაც ვერ ელევა, როდესაც მეგობარ მამაკაცთან ერთად არის

მარია შარაპოვა და მისი მეგობარი მამაკაცი, ალექსანდერ გილკესი ზაფხულს იტალიაში, პოზიტანოში ატარებენ. რუსი სპორტსმენი და მილიონერი გილკესი ფოტორეპორტიორებმა აუზის პირას გადაიღეს. ვიდრე ალექსანდერი საყვარელ ქალს ეფერებოდა, შარაპოვას ტელეფონი ეჭირა ხელში - ის სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურია.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ჩოგბურთელმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, კადრში გილკესიც მოხვდა. წყვილი მაქსიმალურად ცდილობს, ურთიერთობა საიდუმლოდ შეინახოს და ჟურნალისტებს მუდმივად ერიდებიან. ფოტოებზე კი, რომელსაც შარაპოვა სოციალურ ქსელებში აზიარებს, მხოლოდ თვითონ ჩანს. წყვილის ერთად გადაღება ამერიკულმა გამოცემამ TMZ მოახერხა.

შარაპოვას გასულ წლებში რამდენიმე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, მის პარტნიორებს შორის იყვნენ NBA-ს მოთამაშე საშა ვუჟაჩიჩი და ტენისის ბულგარელი მოთამაშე გრიგორ დიმიტროვი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ