რატომ დაიბლოკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათები - თბილისის მერია განმარტებას აკეთებს

რატომ დაიბლოკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათები - თბილისის მერია განმარტებას აკეთებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათების დაბლოკვა მოსარგებლე პირთა ბაზების გეგმური განახლებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

როგორც მერიაში განმარტეს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შეღავათიანი მგზავრობის ბარათით მოსარგებლე პირთა ბაზას პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ აახლებს, უწყებების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე, იქნება ეს საჯარო თუ სახელოვნებო სკოლები, საბავშვო ბაღები თუ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი.

"პრობლემა აღმოიფხვრება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი უწყებები საქალაქო სამსახურს განახლებულ სიებს გადასცემენ", - აცხადებენ მერიაში. დღეისათვის, თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათით, 570 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის პირი სარგებლობს.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათები მომხმარებელთა ნაწილს დაებლოკა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"