როგორ აფასებს მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

როგორ აფასებს მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებებში სწორი აქცენტები დასვა.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო მმართველი პარტიის თავმჯდომარის ტელეინტერვიუს, რომელიც სამშაბათს შედგა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც ეკონომიკაში გვაქვს, იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში.

დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იცით, როიმ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არაა საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ჩვენ ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი, მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები