გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილისა და გოგა ონიანის მოსანახულებლად შევიდა

გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილისა და გოგა ონიანის მოსანახულებლად შევიდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილისა და გოგა ონიანის მოსანახულებლად შევიდა. ჟურნალისტებმა ბოკერიას კითხვით მიმართეს, ხომ არ უკავშირდებოდა მისი ციხეში შესვლა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ, რაიმე სახით კონულტაციებს ხომ არ გაივლის მათთან, რაზეც ბოკერიამ განაცხადა, რომ უბრალოდ მათ მოინახულებს.

„ვაპირებ, მოვინახულო ვანო მერაბიშვილი და გოგა ონიანი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის მისაწოდებელი არ მაქვს. რაც შეეხება ზოგადად ამ მძიმე პრობლემას, ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა დაიხუროს, ფურცელი პოლიტიკური დევნის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური მოტივით ოპონენტების დევნის და ეს აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები