"რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ახლა ჩვენთან..." - რის შესახებ აფრთხილებენ სპეციალისტები მოსახლეობას

"რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ახლა ჩვენთან..." - რის შესახებ აფრთხილებენ სპეციალისტები მოსახლეობას

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საქართველოში გავრცელებულ საშიშ ვირუსზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს:

"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას - დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში...

ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ გამახსენა, რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ჩვენთან ახლა, ეშერიხიაკოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო. პროფილაქტიკა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!! პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს! განაგრძეთ კითხვა

როგორ დაემშვიდობა მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?