ავტორი:

როგორ დაემშვიდობა მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს

როგორ დაემშვიდობა მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

ფოტოები, რომელზეც ასახულია მაია ცქიტიშვილის ბოლო სამუშაო დღე სამინისტროში, უწყების "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. ყოფილი მინისტრი თანამშრომლებთან ერთად გააცილა მისმა შემცვლელმა - ახალმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, ცქიტიშვილი ერთადერთი მინისტრია, რომლის ადგილი ახალ, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო კაბინეტში არ აღმოჩნდა და როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს საკუთარი სურვილით მოხდა.

"მე და ბატონი ირაკლი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ბევრი ერთობლივი საქმე გვაკავშირებს. გულწრფელად ვთხოვე მას, მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მის ნაცვლად მისივე მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე წარადგინა.

ცქიტიშვილი მინისტრის პოსტზე 2018 წლის მარტში გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. იქამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

"შუადღიდან რომ დაგეყარათ მარილი ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? ახლა ათობით მანქანა ილეწება" - ელისაშვილი თბილისის მერიას მიმართავს

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის