რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

რაზე მოელაპარაკა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის საკითხზე სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკებები პირადად ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა.

პოლიტიკურ კულუარებში არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერის მიღებაზე ზურაბიშვილი ივანიშვილს ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრა, ვიდრე ის საჯარო პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდებოდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილისადმი ზურაბიშვილის შეთავაზება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა და “ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერის მიღება იყო. პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ ამ მხრივ, ზურაბიშვილი საკმაოდ მონდომებულია და ბევრი იაქტიურა.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე “ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არსებული ინფორმაციით, არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არწარდგენას და ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას პარტიაში ბევრი ეწინააღმდეგება. თავად პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად უკვე დააფიქსირა, როცა განაცხადა, რომ პირადად მისი აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ უნდა დასახელდეს და “ქართულმა ოცნებამ“ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს, “ხოლო თუ ღირსეული კანდიდატი არ იქნება, ეს ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოს“.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე “ინტერპრენიუსმა“ ზურაბიშვილთან საუბარი რამდენჯერმე სცადა, თუმცა ის კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები