დაპირისპირება ვატო შაქარიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის - რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ

დაპირისპირება ვატო შაქარიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის - რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ

რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. "შტაბ კვარწირიდან" მიიღეს დავალება, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ პოპულიზმში, სიცრუესა და დესტრუქციაში. ეს ამბავი თქვენს კანდიდატს ნამდვილად არ წაადგება. რაც შეეხება განცხადებას ტაშ-ფანდურთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ამას საზოგადოებაში კულტურა ჰქვია, რაც, სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ. ტაშ-ფანდური მოიკითხეთ თქვენს ღონისძიებებში და თქვენს პარტიაში", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ამ წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკითხზე მსჯელობენ.

კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ! - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდა არამიზანშეწონილად შეაფასა და განსაკუთრებით კულტურული ღონისძიებებისათვის 1 მილიონი ლარის გამოყოფა გააკრიტიკა.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მან მოსთხოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაასაბუთოს, რატომ უნდა გაიზარდოს მერიის დაფინანსება, მათ შორის კულტურული მიმართულებით - ტაშ-ფანდურისა და კონცერტებისათვის.

„საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეთ, რომ იმისათვის, რომ თბილისელებს ზაფხულის პერიოდში კომფორტი შეუქმნათ, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ამ ზაფხულში ათიათასობით მოქალაქე, რომელიც სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, დაიხრჩო ეს ხალხი, კონდიციონერს არ ურთავთ მთელი ზაფხულია! აგვისტოს თვე მაინც უზრუნველყავით. ასე თუ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზრდება და 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები