გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება - პრემიერი

გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება - პრემიერი

გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება.

„2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით. ასევე, მინდა გაცნობით, რომ ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. იცით, რომ ამ მხრივ გადავდგით ნაბიჯი. ვგულისხმობ ბენზინის მიმართულებაში სტნადარტის აწევას, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი ევრო ოთხამდე, ხოლო 2020 წელს უკვე ის გავზარდოთ ევრო ხუთამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ ათჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს ხდება საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

„ამასთან ერთად, ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტოავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე უფრო ხელმისაწვდიმი და კომფორტული გადაადგილების საშუალება გახდეს. ამასთან, ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოღებას, აქ ჩვენ ამავე დროს, ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით. აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღბა მიექცევა როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მთავრობა გეგმავს იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღებას, სადაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის, მსუბუქ ავტომობილებს, დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს.

ამასთან, პრემიერის თქმით, ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში.

„გაიზრდება მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის განბაჟების გადასახადი, რათა ჩვენ მოვახდინოთ მეტი სტიმულირება, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდულ მანქანა და ელექტოავტომობილები შემოვიდეს. საერთაშორისო ანალოგიით, მაღალ კუბატურიანი ავტომობილების რაოდენობა საქართველოში არის ძალიან მაღალი. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ სამნახევარ ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები დაახლოებით 10% შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავება გადასახადებს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევცვალოთ ავტომობილების სტრუქტურა საქართველოში და მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ისეთი მანქანა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ძირითად მოთხოვნებს. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოში ევრო ერთი, ევრო ორი და ევრო სამის ტიპის მანქანების იმპორტი, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ეკოლოგიისთვის. ამ პოლიტიკის შემოღებით მნიშვნელოვნად შევცვლით ამ ძლიან ცუდ ტრენდს. ამ ცვლილებების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელებიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდება პერიოდიული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ ავტომობილებზე მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად, 90%-ს იმ ავტომობილებისა, რომლის იმპორტი ხორციელდება საქართველოში, არ აქვთ გამართული ე.წ კატალიზატირის სისტემა, რომელიც ძლიან საშიშია. ეს უკავშირდება მანქანის როგორც ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს გარემოზე ზემოქმედებას და ეს გახდება ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვანაირად, იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან“, - განაცხადა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები