რაზე ისაუბრეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა

რაზე ისაუბრეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა

დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ სამი არასრულწლოვნის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საჭირო იყო არასრულწლოვნების თავის დროზე გამოკითხვა.

"დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ახალი ვერსია გვაქვს. ამ ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ უნდა დაიწყოს და რაც მთავარია ძალიან მოკლე ვადაში დაასრულოს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე ყოფილიყვნენ ეს არასრულწლოვნები გამოკითხულები, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ივნისის ბოლომდე გამოკითხული არ იყო. ამ საგამოძიებო მოქმედებებში დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ გვიწევს ახალ გარემოებებსა და ვერსიებზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ