ხორავას საქმეზე მომავალ კვირას მსჯავრდებულებს, შს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გამოკითხავენ

ხორავას საქმეზე მომავალ კვირას მსჯავრდებულებს, შს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გამოკითხავენ

დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, მომდევნო კვირას მსჯავრდებულების გამოკითხვას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ სამი არასრულწლოვანი გამოიკითხა, რომლებსაც გარკვეული ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

„აღნიშნული პირები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის მოხდენის დროს. ჩვენ დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, დაწყებული შსს-ს წარმომადგენლებით, გაგრძელებული პროკურატურით და მოწმეებით დასრულებული. რაც შეეხება ინფორმაციას, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვფიქსირდება, გარდა იმ მონაცემისა და გარემოებისა, რომელიც ჩვენ რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. ჩვენ მომდევნო კვირას კიდევ გავაგრძელებთ გამოკითხვებს. მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეაგირება ჰქონდა შსს-ს საგამოძიებო კომისიის მიერ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შსს ასევე მუშაობს გარკვეულ ვერსიებზე და ჯერჯერობით არ იცის, ემთხვევა თუ არა ეს ვერსიები ერთმანეთს.

"ვიცით, რომ ძალიან დეტალურად და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ვერსიებზე, რას გამოკვეთენ ეს უკვე მათი კომპეტენციაა. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ შსს-ში შეხვდნენ ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს და მათაც მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერ არ გვაქვს შსს-გან მიღებული ის მასალები, რაც ახალი გარემოებების გამოკვეთის შედეგად დაამუშავეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ