"ევროპული საქართველოს" - ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ შაინიძე ცემეს

"ევროპული საქართველოს" - ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ შაინიძე ცემეს

ადიგენში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ზურაბ შაინიძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება.

„მე შემთხვევითობას არ ვუკავშირებ მომხდარს, რადგან ადრეც მომხდარა მსგავსი ფაქტი. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი. პატარა ინციდენტზე უკვე დიდი ჩხუბი ხდება.

გუშინ შუამთობა იყო, აღინიშნებოდა დღესასწაული. ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩხუბი სწორედ იქ მოხდა. ჩვენი დეპუტატი, მისი შვილი და მათი ნათესავები გვერდით იდგნენ. ჩხუბის დროს ზურაბ შაინიძემ გადაწყვიტა ახალგაზრდების გაშველება. გააშველეს დააწყნარეს და ელოდებოდნენ ავტომობილს, რომ ქვედა სოფელში ჩამოსულიყვნენ. ამ დროს მოცვივდა ხელკეტებით შეიარაღებული 50 კაცი და დაუწყეს ამ ხალხს ცემა. თვითონ ზურაბ შაინიძეს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებები აქვს მის შვილსაც მიყენებული“, - განაცხადა სიმონ პარუნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები