17 წლის ძიძის ცხოვრება "ინსტაგრამის" ერთმა პოსტმა ზღაპრად აქცია

17 წლის ძიძის ცხოვრება "ინსტაგრამის" ერთმა პოსტმა ზღაპრად აქცია

17 წლის ესპანელი გოგონას ცხოვრება, რომელიც ძიძად მუშაობდა, ერთ დღეში შეიცვალა. 2015 წელს მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა „ინსტაგრამზე“ უცნობი გოგონას ფოტო გააზიარა, სათაურით „ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის?!“

ჟურნალისტებმა გოგონას ვინაობა მალევე დაადგინეს - ეს მორცხვი ესპანელი სტუდენტი გოგონა აღმოჩნდა, ბენიდორნიდან, რომელიც სწავლის პარალელურად ძიძად მუშაობდა, საათში მას 6 ევროს უხდიდნენ.

სინდი კიმბერლის ძალიან ამსგავსებენ რუს მოდელს, ირინა შეიკს და მსახიობ ანჯელინა ჯოლის. ჯასტინ ბიბერის პოსტიდან სულ მალე სინდის ესპანეთის მთავარ მოდის შოუში შესთავაზეს მონაწილეობა.

„ჯასტინის პოსტი, სადაც ის ჩემი ვინაობის გარკვევას ცდილობდა, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მისი თაყვანისმცემელი ვიყავი. ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს. ჩემი მეგობარი ხშირად მეხუმრებოდა, რომ ოდესმე მე იმ გოგონებს შორის ვიქნებოდი, ვიზეც ბიბერი საუბრობდა და მისი არასოდეს მჯეროდა.

ჩემს ცხოვრებაში ჯასტინის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თავდაპირველად ძალიან ვღელავდი და არ ვიცოდი, როგორ გავუმკლავდებოდი სიახლეებს, ახლა კი უკვე შევეჩვიე,“ - ამბობს სინდი.

კიმბერლის ახლა 4.5 მლნ მიმდევარი ჰყავს „ინსტაგრამზე“.

მიუხედავად თავბრუდამხვევი წარმატებისა და სამსახურთან დაკავშირებით უამრავი შეთავაზებისა, სინდი ამბობს, რომ ახლა სწავლაზეა ორიენტირებული.

გოგონა ცოტა ხნის წინ ცნობილ ამერიკელ მოდელს, ნილს ვისერს ხვდებოდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა. მედია წერდა კიმბერლისა და ბრუკლინ ბექჰემის რომანის შესახებაც.

სინდი არაერთი ბრენდის სახე გახდა. მისი სურათები დაიბეჭდა ჟურნალების ELLE, Glamour და სხვა ცნობილი გამოცემების გარეკანებზე.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ