ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს

ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს

მთელი ეს წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის (მარიხუანას) გარშემო და ვერაფერს ვშველით 0,0000000... გრამებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ამ პრობლემების გამო მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ ზეიმს ვერ უერთდება.

„2015 წელს 70 გრ გამომშრალი მარიხუანის დეპენალიზაცია ვიზეიმეთ, 2016 წელს - ნედლის 140 გრ დეპენალიზაცია, 2017 წელს ზაფხულში - კანაფის დათესვა-მოყვანის დეპენალიზაცია, 2017 წელს ზამთარში - მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, 2018 წელს - მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია.

მთელი ეს წლებია ნაძვისხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის გარშემო და ვერაფერს ვშველით 0,0000000... გრ-ებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, ვერაფერს ვშველით პრობლემური მომხარებლების რაოდენობის მუდმივ ზრდას (მე-3 ადგილი მსოფლიოში), რომელიც სოციალური უთანასწორობის პროპორციულად იზრდება, ვერ ვშველით ამ ზრდის გამომწვევ მიზეზებს, ვერ ვშველით მოხმარების გართულებულ შედეგებს (უკვე ორ ჩემს მეგობარს ვერ დავეხმარე მოშლილი სამკურნალო სისტემისა და მასზე ხელმისაწვდომობის სირთულეების გამო), ვერ ვშველით რეპრესიას, რომელიც დანარჩენი 200-ზე მეტი ნივთიერებისთვის კვლავაც სახეზეა, ვერ ვშველით უვადოებამდე სასჯელებს დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე, რომელიც სინამდვილეში პირადი მოხმარების დოზებია, ვერ ვშველით ციხეს თავდაღწეულ მაგრამ უუფლებოდ, "უპრავოდ" და უფუნქციოდ დარჩენილ ადამიანებს, ვერ ვშველით ნივთიერებებს ბაზარზე, რომლებიც გვხოცავს, ვერ ვშველით ინფექციებს, ვერ ვშველით ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობას, დასაქმების შეუძლებლობას, პრევენციის სისტემის არარსებობას.

ეს მოკლე ჩამონათვალია პრობლემებზე ნარკოპოლიტიკაში, აღარაფერს ვამბობ პრობლემებზე საერთო პოლიტიკაში, ჰოდა ამ ფონზე მე მაპატიეთ თუ მეხუთედ ვეღარ ვუერთდები აღტკინებული სიხარულის პათოსს მარიხუანას ლეგალიზაციის ჩანასახზე, რომელიც ჩემს პერსონალურ ხედვაში ბოლოსკენ იდგა და რომელსაც თავის მხრივ ზურგს არ უმაგრებს ინფრასტრუქტურა და გარემო სუბსტანციებზე უარის თქმის მსურველთათვის“, - აცხადებს წიქარიშვილი.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

"ისრაელში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალი... თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა" - რას წერს მწერალი ნინო ქოქოსაძე

"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნინო ჟვანია

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე