ავტორი:

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე მოსალოდნელი სეზონური გრიპის ფონზე კოვიდინფექციის გავრცელების შესახებ წერს და, საქართველოსთან მიმართებაში, რამდენიმე საკითხს აჯამებს:

  • "აჭარის მაგალითმა გვაჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
  • ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.
  • აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ ამ ტესტების მომარაგება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს", - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მაჩაიძე.

ექიმი-ინფექციონისტი გრიპისა და Covod 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხსაც ეხება და არც ისე დამამშვიდებელ პროგნოზს აკეთებს:

  • "რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას - დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) - თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი - რისკ-ჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
  • რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არეფერი - რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია".

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი უკვე 1 მილიონს გადააჭარბა. სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ