მეგანს მამასთან კონფლიქტით გამოწვეული სტრესის დაძლევაში ქეით მიდლტონი ეხმარება

მეგანს მამასთან კონფლიქტით გამოწვეული სტრესის დაძლევაში ქეით მიდლტონი ეხმარება

ტომას მარკლის დაუსრულებელი ინტერვიუები მედიასთან, სადაც შვილზე, მეგანზე არც ისე დადებით კონტექსტში საუბრობს, სასექსის ჰერცოგინიასთვის საკმაოდ რთულად გადასატანია. თუმცა, როგორც ELLE წერს, სირთულეების გადატანაში მეგანს ქეით მიდლტონი ეხმარება.

მეგან მარკლმა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ტომასი კი განუწყვეტლივ საუბრობს ტაბლოიდებთან, როგორ აწუხებს შვილთან დაკავშირებული პრობლემები. სასექსის ჰერცოგინიას მამა ამბობს, რომ არ შეწყვეტს ინტერვიუებს, ვიდრე შვილი მასთან დალაპარაკებას არ გადაწყვეტს.

Vanity Fair-ს წყარომ განუცხადა, რომ ქეით მიდლტონი კარგად იაზრებს მეგანის მდგომარეობას, რადგან ტაბლოიდების „მსხვერპლი“ მისი ოჯახიც იყო.

„ის მეგანს ძალიან ეხმარება. საუბრობენ ტელეფონით, ქეითი ხშირად ეპატიჟება მეგანს. ჰერცოგინიები კვირაში ერთხელ მაინც ხვდებიან ერთმანეთს. ქეითი მუდმივად დაკავებულია სამი შვილის მოვლით, სხვა საქმეებით, მას თავისი სამეგობრო წრეც ჰყავს, თუმცა მეგანს ძალიან ეხმარება,“ - ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ