"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან... შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრებიმკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.

ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, სამუდამო პატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.

დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და იქ გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი რეალური იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.

გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. მაშინ მეც მივლინებით გავეშურე რაჭაში, მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა. პირველად ვიყავი ამ კუთხეში, ტრანსპორტში ყველა ამ გაქცევაზე საუბრობდა. ამბროლაურში ჩასულმა პირველად პოლიციას მივაკითხე, იმ იმედით, რომ მეტ ინფორმაციას შევიტყობდი, პოლიციის უფროსის კაბინეტში გენერალი გია შერვაშიძე დამხვდა, რომელიც შს სამინისტროდან სპეციალურად მივლინებული იყო, თავის კოლეგებთან ერთად. არ ესიამოვნა ჟურნალისტის დანახვა და ამბროლაურის პოლიციის უფროსს ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა. პოლიციის შენობიდან ხელმოცარული გამოვედი, უკვე ღამდებოდა, რაჭის მოსახლეობა შეშინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ოჯახს ჩხრეკდნენ. ყველგან ნიღბიანი სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ ჟურნალისტთან ურთიერთობას ხალხი გაურბოდა.

არც სასტუმრო იყო მაშინ ამბროლაურში, ვხედავდი ქუჩაში ვრჩებოდი, ნაცნობთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ ოჯახში მივედი და გამიმართლა, აღმოჩნდა, რომ გაქცეული პატიმრები სწორედ იმ სახლში რამდენიმე საათით მისულიყვნენ, ოჯახის დიასახლისს მათთვის დასვრილი ტანსაცმელიც კი გაერეცხა, თავიანთი თავგადასავლის მოყოლაც მოესწროთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილებაც. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ