ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი

ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი

ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

კალანდიამ აღნიშნა, რომ მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განმარტა ისიც, რომ 1-ელ დეკემბერს პირადად ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ