ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს - NDI-ის კვლევის შედეგები

ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს - NDI-ის კვლევის შედეგები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.

ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები