სოფო ნიჟარაძე, ბუბა კიკაბიძე და სტეფანე რუსული ესტრადის მომღერლებთან ერთად ბაქოს ფესტივალზე

სოფო ნიჟარაძე, ბუბა კიკაბიძე და სტეფანე რუსული ესტრადის მომღერლებთან ერთად ბაქოს ფესტივალზე

ქართველმა მომღერლებმა სოფო ნიჟარაძემ, ბუბა კიკაბიძემ და სტეფანე მღებრიშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი სახელწოდებით "Жара 2018", უკვე ორი წელია იმართება ბაქოში, კასპიის ზღვის სანაპიროზე და მას პატრონაჟს პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი ლეილა ალიევა უწევს.

ყოველწლიურად ფესტივალს ათობით ცნობილი სახე სტუმრობს, რომელთა შორის ძირითადად რუსული ესტრადის ვარსკვლავები ჭარბობენ. წელს ფესტივალის მონაწილეებს შორის იყვნენ: სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე, ვერა ბრეჟნევა, ანი ლორაკი, გრეგორი ლეპსი, ემინი, ქეთა თოფურია და "ა სტუდიო" და სხვები.

ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - 26-29 ივლისს ბაქოს სცენაზე შოუბიზნესის ათობით წარმომადგენელი გამოვიდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფესტივალში მონაწილეობა ქარველმა ვარსკვლავებმაც მიიღეს. უცნობია, ვისგან მიიღეს მიპატიჟება ქართველმა მომღერლებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ფესტივალის სცენა მათაც დაეთმოთ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად.

იხილეთ ვიდეო: ბუბა კიკაბიძე და სოფია ნიჟარაძე წითელ ხალიჩაზე

სტეფანემ და სოფო ნიჟარაძემ ფეისბუქის გვერდებზე გაავრცელეს ფესტივალზე გადაღებული ფოტოები. ერთ-ერთ ფოტოზე ისინი ლეილა ალიევასთან ერთად არიან ასახულნი.

იხილეთ ვიდეო

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან