ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

გოტენბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, შვედი ელინ ერსონი რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა - ერსონი უარს ამბობს დაიკავოს საკუთარი ადგილი, რათა ვერ მოახერხონ 52 წლის ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია. მამაკაცს შვედეთმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ელინის ცდამ გაამართლა, სამართალდამცველებმა მამაკაცის დეპორტაცია ვერ მოახერხეს, თუმცა, როგორც შვედეთის პოლიციაში Fox News-ს განუცხადეს, მიგრანტს ფიზიკური ძალადობის გამო შვედეთში პატიმრობა მიუსაჯეს. დანაშაულის შესახებ დეტალებზე პოლიციის წარმომადგენელს არ უსაუბრია.

ერსონი Fox News-თან კომენტარზე უარს აცხადებს.

როდესაც სოციალურ ქსელში ელინის ვიდეო გავრცელდა, არავინ იცოდა მიზეზი, რის გამო აძევებდნენ მამაკაცს ქვეყნიდან - მათ შორის, არც თავად სტუდენტმა გოგონამ. ამის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა, მათ შორის -ჟურნალმა Newsweek-მა ერსონს გმირი უწოდა, Washington Post-ის შეფასებით კი გოგონას საქციელი „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მაგალითი“ იყო.

შვედმა სტუდენტმა თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ფეისბუქზე“ გააზიარა, ვიდეოს სოციალურ ქსელში 5 მლნ ნახვა აქვს. კადრებში ერსონი ამბობს, რომ „აპირებენ მამაკაცის დეპორტაციას ავღანეთში, სადაც მას, დიდი ალბათობით, მოკლავენ“, ამიტომ არ აპირებს დაჯდეს, ვიდრე მიგრანტს თვითმფრინავს არ დაატოვებინებენ.

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო. ვიდრე ადამიანი თვითმფრინავში ფეხზე დგას, მფრინავს არ აქვს აფრენის უფლება. მე მხოლოდ მსურს, შევაჩერო დეპორტაცია, შემდეგ კი წესებს დავემორჩილები,“ - ამბობს ერსონი.

აზერბაიჯანი სომხეთს განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

"სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა