მარიო ჩიმაროს "ფარული ვნებები" - ქართველი მაყურებლის ფავორიტი მსახიობი კვლავ მარტოა

მარიო ჩიმაროს "ფარული ვნებები" - ქართველი მაყურებლის ფავორიტი მსახიობი კვლავ მარტოა

კუბელმა მსახიობმა მარიო ჩიმარომ სერიალში „ფარული ვნება“ შესრულებული როლით ქართველი მაყურებლის გულები რამდენიმე წლის წინ დაიპყრო. სერიალში მან კოლუმბიელ მსახიობთან, დანა გარსიასთან ერთად ითამაშა. ნორმასა და ხუანის წყვილით სერიალის ქართველი მოყვარულები განსაკუთრებით მოიხიბლნენ.

ჩიმარო 1971 წლის 1 ივნისს ჰავანაში, კუბაში დაიბადა. სამსახიობო ხელოვნებას მცირე ასაკიდან სწავლობდა.

დრამის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი მთელი დრო ფილმებში თამაშს დაუთმო. მონაწილეობა მიიღო ფილმში „რომეო და ჯულიეტა“, სადაც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი ასრულებდნენ.

კარიერული წინსვლისთვის ჩიმარო მუდმივად მოგზაურობდა, მუშაობდა არგენტინაში, ვენესუელაში, კოლუმბიაში. თანამშრომლობდა ყველაზე პოპულარულ მწერლებთან, პროდიუსერებთან და რეჟისორებთან. ჩიმარომ მონაწილეობა მიიღო ბევრ ლათინოამერიკულ სერიალში და ტელენოველების მოყვარულების ფავორიტი მსახიობი გახდა.

მარიო ამჟამად მარტოა. ის დაქორწინებული იყო მსახიობ ნატალია სტეიგნარდზე, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ტელესერიალების წყალობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯვარი წყვილმა 1999 წელს დაიწერა, თუმცა 2006 წელს ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. 2008 წელს ნატალია იტალიელ ბიზნესმენზე დაქორწინდა.

ჩიმარო კი ცოლთან დაშორების შემდეგ მექსიკელ მსახიობს ვანესა ვილელას ხვდებოდა, თუმცა რომანტიკული ურთიერთობა მხოლოდ 2013 წლამდე გაგრძელდა.

წარმატებული კარიერის შედეგად მარიომ სოლიდური ქონების დაგროვება შეძლო, კუბელი მსახიობი, დაახლოებით, 5 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ