2027 წლისთვის მასწავლებლებს რობოტები ჩაანაცვლებენ - რა უპირატესობა ექნება ხელოვნურ ინტელექტს

2027 წლისთვის მასწავლებლებს რობოტები ჩაანაცვლებენ - რა უპირატესობა ექნება ხელოვნურ ინტელექტს

2027 წლისთვის რობოტები ჩაანაცვლებენ მასწავლებლებს. ასე მიიჩნევს ბრიტანელი განათლების ექსპერტი ენტონი სელდონი. "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ინფორმაციით, სელდონი არის პირველი ადამიანი, რომლემაც კონკრეტული თარიღი დაასახელა, თუ როდის უნდა ველოდოთ მასწავლებლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას.

რობოტები რომ ნელნელა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაქრობას გამოიწვევენ, ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ, თუმცა, თუ რომელ პროფესიას ემუქრება საფრთხე, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია. რობოტებს უკვე შეუძლიათ გაასუფთავონ ბირთვული კატასტროფის ადგილები ნარჩენებისგან, შეასრულონ მშენებლობაზე გარკვეული ფუნქციები, ავტომატიზირებული მანქანები უკვე ანაცვლებენ ფინანსურ ექსპერტებს, ექიმებსაც კი გარკვეულწილად.

რაც შეეხება მასწავლებლებს..

როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველა მოსწავლეს სწავლის განსხვავებული უნარები აქვს, კარგი მასწავლებელი კი ცდილობს ისე ჩაატაროს გაკვეთილი, რომ იგი ყველა მოსწავლისთვის პროდუქტიული იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროფესია მნიშვნელოვან უნარებს მოითხოვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება რობოტმა შეასრულოს ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია განათლების სისტემაში?

როგორც ენტონი სელდონი აცხადებს, დაახლოებით ათ წელიწადში მასწავლებელს მხოლოდ დისციპლინის უზრუნველყოფის ფუნქცია ექნება. ხოლო რობოტი მასწავლებლები შეძლებენ უზრუნველყონ ყველა ბავშვის ჩართულობა სწავლის პროცესში, ისინი შეძლებენ აღიქვან მოსწავლეების ხმა, დააკვირდებიან მათ სახეებს და მიხვდნენ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ