"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს, - ასე ეხმაურება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ჯაფარიძის თქმით, ილია მეორე სრულიად განასახიერებს იმას, რასაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ჩვენ სხავანაირი სახელმწიფო ვართ - აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია მეორე კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი“, - წერს ჯაფარიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები