რამდენიმე დღის წინ იყო ჩემი შვილის ქორწილი, მალე იქნებიან შვილიშვილები... - სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო

რამდენიმე დღის წინ იყო ჩემი შვილის ქორწილი, მალე იქნებიან შვილიშვილები... - სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ახლა ჩართვის გადაწყვეტილების მიზეზებს შორის ოჯახურ მდგომარეობას და იმ ფაქტორსაც ასახელებს, რომ მალე შესაძლოა ბებია გახდეს და „მომავალში ამ ვალდებულებას ალბათ, ნაკლებად შეასრულებს“.

გადაწყვეტილების მიზეზებზე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.

„იცით, რომ იყო რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ქორწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ალბათ, იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ, უკვე ნაკლებად შევასრულებ მომავალში. ამაზეც ვფიქრობდი, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში. მაგრამ ამავე დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არამხოლოდ მათ წინაშე, ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ, ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს - ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ჩემს ოჯახში და არამხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ ვერ გახდა. ამ ადამიანებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივა ევროპაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მუშაობაა საჭირო.

„საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი. საქართველო თავისი ღირებულებებით და წარსულით არის ევროპელი. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ჩვენ გვინდა ნატო – ეს არ უნდა იყოს მკვდარი ლოზუნგები, ჩვენ ეს ევროპულობა უნდა გავატაროთ ყოველდღიურობაში. ჩვენი წინაპრები, ვინც საქართველოს სახელმწიფოს აშენებდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. შეიძლება სხვა მეზობელი ჰყავდეს, მეზობლებთან მეტ-ნაკლებად დაალაგოს ურთიერთობა, მაგრამ მისი არსებითი და ბუნებრივი მდგომარეობაა ევროპულობაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები