რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ISIS-ის მუქარის შემცველი ვიდეო მოიპოვა - "ვიდეო საიდუმლო ჯგუფში გამოჩნდა..."

რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ISIS-ის მუქარის შემცველი ვიდეო მოიპოვა - "ვიდეო საიდუმლო ჯგუფში გამოჩნდა..."

ვიდეო, რომელშიც ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება, "ფეისბუქზე" ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გამოჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომელმაც ვიდეომუქარა ექსკლუზიურად მოიპოვა. მისი ინფორმაციით, ამ ჯგუფის სახელმწოდებაა "Islam Stacy" და იქ "ისლამური სახელმწიფოს" იდეების გამზიარებლები არიან გაწევრიანებული.

"თავიდან, როდესაც ეს ვიდეო ვნახე, გამიჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება იყოს ეს ვიდეო "ისლამური სახელმწიფოს", ანუ "ისლამურ სახელმწიფოში" მებრძლი საქართველოს მოქალაქეების პოზიცია. კითხვა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვიდეოს გაკეთების სურვილი აქაც შეიძლებოდა ვინმეს გასჩენოდა. როგორც იცით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ მოვიპოვეთ. რადგან საზოგადოების მაღალი ინტერესია, მინდა გითხრათ, რომ ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გამოჩნდა. ასეთი დახურული ჯგუფები სოციალურ ქსელში ძალიან ბევრია, სადაც ასეთი სახის მიმართვები და ინფორმაციები იდება. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ეს არის დახურული ჯგუფი "Islam Stacy", სწორედ იქ გამოჩნდა ეს ვიდეო. ეს არის საიდუმლო ჯგუფი, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" იდეების გამზიარებლები არიან გაწევრიანებული" - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე განმარტებით, ვიდეო "ისლამური ხალიფატის" ოფიციალური მუქარა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ვიდეოები სხვა დონეზეა გაკეთებული.

"თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის ისლამური ხალიფატის ოფიციალური მუქარა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ვიდეოები სხვა დონეზე არის გაკეთებული, ის არის ძალიან პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული და იქ არ იქნებოდა მხოლოდ ქართული ტიტრები. ქართული ტიტრების არსებობა მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ვიდეომუქარა არის ქართულ მომხმარებელზე გათვლილი, ანუ ეს ვიდეომიმართვა შექმნილია "ისმალური სახელმწიფოს" ქართულენოვანი მხარდამჭერებისთვის. ის, რომ ვიდეოს ქართული ტიტრები ადევს, ამაში გასაკვირი არაფერია. მინდა მაყურებელს განუმარტო, რომ "ისლამური სახელმწიფო" მესამე წელია, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მას მხარდამჭერები ეგულება, ნებისმიერ ინფორმაციას ადგილობრივ ენაზე ავრცელებს", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჯგუფი "Islam Stacy" აღარ იძებნება. აღნიშნულ ვიდეოსთან მიმართებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეო დღეს ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ, 2 კვირის წინაა დამზადებული.

"ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

"ფეისბუქზე" არის ჯგუფი... მათი ვალდებულებაა, მიიყვანონ ადამიანები თვითმკვლელობამდე, ვვარაუდობ, რომ თამარი მათი მსხვერპლია" - ბაჩანა ლობჟანიძე