თბილისის მერიის 42-მა ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

თბილისის მერიის 42-მა ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ ახალი ავტომობილების საჭიროება იქნება, ისინი ჰიბრიდული და ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.

"მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. ჩემი დავალებით ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მინდა დაგავალოთ, ეს ავტომობილები ამოიღოთ მოხმარებიდან. თუ დამატებითი ავტომობილები გესაჭიროებათ, იზრუნეთ, რომ გვყავდეს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები. მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას", - განაცხადა კახა კალაძემ.

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"