"სახლში შესვლისთანავე იქ შევიდნენ, სადაც იარაღი იყო" - გიორგი ჭანტურიას და ჩხრეკის დეტალებზე

"სახლში შესვლისთანავე იქ შევიდნენ, სადაც იარაღი იყო" - გიორგი ჭანტურიას და ჩხრეკის დეტალებზე

გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია გამორიცხავს, რომ მის ძმას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან და ასევე პოლიციის მიერ ჭანტურიას სახლში აღმოჩენილ იარაღებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" მარიამ ჭანტურიამ განუცხადა, პოლიციის მიერ გუშინ სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი გიორგი ჭანტურიას არ ეკუთვნის და ის იქ, სამართალდამცველებმა ჩადეს.

„ეს არის სრული აბსურდი. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციას თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნია, ბრალს დაკავებისთანავე წარუდგენდა. შესაბამისად, წინასწარ განიზრახეს ის, რომ ალბათ იარაღთან დაკავშირებით მოხდება მისთვის ბრალის წარდგენა და შემდეგ ეტაპობრივად მოიფიქრებენ რამეს. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასა და ასევე ამ იარაღებთან დაკავშირებით გიორგის კავშირს გამოვრიცხავ. მოკლა და ეს არსენალი მერე იქ შეინახა?! დაუჯერებელია. გიორგი დაკავების დროს მეგობრებთან იყო. სახლში არ იყო. ჩხრეკის დროს ყველა სახლში იყო, მამაჩემი, გიორგის მეუღლე. სახლში შესვლისთანავე იქ შევიდნენ, სადაც იარაღი იყო. გახსნეს და ამოიღეს. სახლი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, ყველა დასასვენებლად იყო წასული და მარტივი იქნებოდა მაგ დროს იარაღის შეტანა", - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ