"მას ამის გახსენება არ უყვარს, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ" - როგორ იხსენებს 2008 წლის ომის დროს ჯორჯ ბუშთან საუბარს სააკაშვილი

"მას ამის გახსენება არ უყვარს, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ" - როგორ იხსენებს 2008 წლის ომის დროს ჯორჯ ბუშთან საუბარს სააკაშვილი

2008 წლის ომისას აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს რამდენჯერმე ვესაუბრე და ხმასაც კი ავუწიე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯორჯ ბუშთან რამდენიმე საუბარი მქონდა, მათ შორის დაძაბული. მას ვუთხარი, რომ მამამისის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი განადგურდა, ხოლო მისი პრეზიდენტობისას კი საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება და რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირის აღდგენა დაუშვა. არ დავმალავ, რომ მასთან საუბარში ხმასაც კი ავუწიე. ეს დაძაბული საუბარი იყო. მას არ უყვარს ამის გახსენება, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ. მას განვუცხადე, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოდიოდა და მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირი აღდგა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივი თქმით, ჯორჯ ბუშმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მას უთხრა: „მოგვეცი გარკვეული დრო და ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები