რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი - რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი - რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას

რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას იმიტომ, რომ ინტენსიურად მუშაობდნენ, - ამის შესახებ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მკვლელობის დღეს გიორგი ჭანტურია არ უნახავს, თუმცა ბაზრობის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა იმ დროს არის მომხდარი, როდესაც თვითონ ბაზარში არ იმყოფებოდა. ამასთან, მამუკა ცხოვრებაძის განმარტებით, მკვლელობის მეორე დღეს ბაზარში ამბობდნენ, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ქუთათელაძე და ჭანტურია ბაზარში ერთად დაინახეს. მისი თქმით, მომხდარის შემდეგაც განაცხადა მან, რომ დანაშაული, შესაძლოა, გიორგი ჭანტურიას ჩაედინა, თუმცა ეს მხოლოდ მისი აზრი იყო.

„ეს იყო მხოლოდ ჩემი აზრი. როდესაც მე აქ ვიკითხე მეორე დღეს, ყველა საუბრობდა, რომ ერთად შევიდნენო. წარმოგიდგენიათ ადამიანები ერთად არიან რაღაც დროის განმავლობაში, სხვა არავინ ყოფილა და რას იფიქრებთ?! ამიტომ ვფიქრობდი ამას და ახლა, ალბათ შსს-მ იმუშავა. რა მტკიცებულებები აქვს შსს-მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე იანვარში გამომკითხეს, მის მერე არ გამოვუკითხივარ. რაც ვიცოდი, ის ვუთხარი გამოძიებას", - განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.

ამასთან, მამუკა ცხოვრებაძის ინფორმაციით, დაპირისპირება ქუთათელაძესა და ჭანტურიას შორის გასული წლის ნოემბერშიც მოხდა, თუმცა რა მიზეზით, არ იცის.

„რა იყო კონფლიქტის მიზეზი ამ ადამიანებს შორის ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაშინ ჩხუბი გარეთ მოხდა, ათასი კაცის თვალწინ. გიორგი ჭანტურია ამ 8 თვის განმავლობაში ბაზრის ტერიტორიაზე არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ მოდიოდა“, - განაცხადა ცხოვრებაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ