არსებული ინფორმაციით, სროლა ვარკეთილში სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება - გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი, ერთი კი დაჭრილია

არსებული ინფორმაციით, სროლა ვარკეთილში სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება - გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი, ერთი კი დაჭრილია

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ინციდენტში მონაწილე პირთა დადგენისთვის საჭირო ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეო: ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი: არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

სენაკში მეუფის ოჯახი დააყაჩაღეს - "წაღებულია თანხა და ნივთები"

"თამარმა ბოლოს უნივერსიტეტის წარმატება მომილოცა..." - ვინ არის მიშო იაკობიძე, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილს ეძებდა