ავტორი:

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.

"ბატონმა ირაკლი შოთაძემ იმედი მოგვცა, თქვა, რომ ამ საქმეს კონტროლზე აიყვანს და მიხედავს.

მაქვს მაგ კაცის იმედი, ყველაფერზე გაგვცა პასუხი. სიტყვა მოგვცა, რომ საქმის ძიებას გააკონტროლებს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე